კალათბურთი

16:58 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი: "ქომაგებისთვის ვთამაშობ და ცარიელ დარბაზში არ ვითამაშებ"

კორონავირუსის ეპიდემიის გამო სპორტული ღონისძიებები ევროპის ბევრ ქვეყანაში დროებით უმაყურებლოდ გრძელდება. იგივე საკითხი განიხილება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც.

არაა გამორიცხული, რომ NBA-ს მატჩები უახლოეს პერიოდში ცარიელი დარბაზის ფონზე გაიმართოს. თუმცა, ეს იდეა საერთოდ არ ხიბლავს ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსს.

ლეგენდარული კალათბურთელის განცხადებით, ქომაგებისთვის თამაშობს და ცარიელ დარბაზში გასვლას არ აპირებს.

„გულშემატკივრების გარეშე არ ვითამაშებ, ჩვენ ქომაგები გვჭირდება, მე მათთვის ვთამაშობ. ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ, მაგრამ მე ცარიელ დარბაზში არ ვითამაშებ“, - თქვა ლებრონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139448