აფრიკული ზონის მეორე ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა. დაპირისპირების მეორე შეხვედრის წინ სტუმრები 2:1-ს იგებდნენ და ზურა ტყემალაძეს კრისტიან ტამთან შეცდომის უფლება არ ჰქონდა.
აღნიშნული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ, ტამმა სამ სეტში 6:3, 2:6, 7:5 მოიგო და თავისი ნაკრების სასარგებლოდ ანგარიში 3:1 გახადა. რაც იმას ნიშნავს, რომ ესტონეთმა გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე მეორე ჯგუფში დასაბრუნებელ პელი-ოფში მოუწევს ასპარეზობა.