საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური საჩხერის „ჩიხურასა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩით გაიხსნა.
ლევან კორღალიძის გუნდი სეზონის სტარტს როგორც ჩანს, ჩინებულ ფორმაში შეხვდა და მიჯრით მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „ჩიხურასთვის“ კი ყველაფერი პირიქითაა და ჯერაც უქულოდ ასპარეზობს.
როგორც წინა ტურში ახლაც, იმერლები გიორგი კორიფაძის პენალტით დაწინაურდნენ, მაგრამ სცენარი იგივე გამოდგა, მერე უპირატესობა გაანიავა და წააგო. ირაკლი სიხარულიძემ წინა ტურის მსგავსად ახლაც დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 4 გოლით უკვე დამაჯერებლად გალიდერდა.
ერთიც მატჩის მიწურულს გოდერძი მაჩაიძის ანგარიშზეა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა და „რკინიგზელებმა“ 3:1 მოიგეს.
„ლოკომოტივი“ 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, ხოლო „ჩიხურა“ უქულოდ ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
„ჩიხურა“ –„ლოკომოტივი“ 1:3 (1:1)
გოლები: 1:0 კორიფაძე (30, პენ), 1:1 სიხარულიძე (36), 1:2 სიხარულიძე(53, პენ), 1:3 მაჩაიძე (74, ა.გ)