ფეხბურთი

20:45 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში მესი გამოარჩიეს

ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი დაასახელა.

სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა გასულ თვეში ესპანეთის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა, სადაც მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ოთხივე გოლი მესიმ "ეიბართან" მოგებულ (5:0) დაპირისპირებაში გაიტანა.

მიმიდნარე სეზონშI არგენტინელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 30 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120059