ინგლისურ „ლვერპულს“ მეკარე ალისონი გამოაკლდა. ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო ბრაზილიელს პრემიერლიგაში „ბორნმუთთან“ უახლოესი მატჩი გაუცდება.
გარდა ამისა, საეჭვოა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაშიც, რომელიც ოთხშაბათს „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.
ალისონი „წითლების“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ცხადია, „როხიბლანკოსთან“ მისი არყოფნა იურგენ კლოპის გუნდს შესაძლოა დაეტყოს. შეგახსენებთ, ინგლისელებმა ესპანეთში 0:1 წააგეს.