ფრანგული „მონაკოს“ ნახევარმცველი ჟელსონ მარტინში 6-თვიანი დსიკვალიფიკაციით დასაჯეს. მიმდინარე წლის 1 თებერვალს, პორტუგალიელი „ნიმთან“ შეხვედრაში თანაგუნდელ ტიემუ ბაკაიოკოს გაძევებას აპროტესტებდა და მსაჯს ხელით შეეხო.
სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტი განიხილა და ფეხბურთელს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა. დისკვალიფიკაცია ძალაში 6 თებერვლიდან შევიდა და შესაბამისად, მარტინში მოედანზე 6 აგვისტომდე ვერ გავა.
რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულდა და ევროპის ჩემპიონატიც გაუცდება, სადაც მისი თამაში ისედაც სათუო იყო, რადგან პორტუგალიის ნაკრებში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში უხმეს.
„სპორტინგისა“ და „ატლეტიკოს“ ყოფილ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი. „მონაკომ“ გადაწყვეტილება დაგმო და ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასჯელი გაზვიადებულია.