დევისის თასზე საქართველო ესტონეთს ეთამაშება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვლადიმირ ივანოვი 6:4, 6:1 დაამარცხა და საქართველო დააწინაურა. შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში 5:4-ზე ნიკამ ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში ესტონელმა უშანსოდ წააგო. ნიკამ 6-დან ოთხი ბრეიკი გაახერხა, თავად კი ჩაწოდება ერთხელ დათმო.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ალექსანდრე მეტრეველი და კრისტიან ტამსუ უპირისპირდებიან.