კატალონიის “ბარსელონას“ ფეხბურთელი და ამავე კლუბის აღზრდილი სერხი რობერტო უკვე 28 წლის ოყლაყია და ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ახალგაზრდაა. თუმცა არც ისე დიდი ხანია, რაც ეს ბიჭი ესპანელი და ზოგადად ევროპელი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა.
სერხი რობერტოს “გაყვითლების“ მიზეზი რა გასაკვირია, რომ მისი მეუღლე, მოდელი კორალ სიმანოვიჩია, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სოციალური ქსელების ნამდვილი დედოფალი გახდა. ინტერნეტში გამოდებულ სიმანოვიჩის გულბოყდამწველ ფოტოებს მომწონებელ-გამზიარებელთა მთელი არმია ჰყავს.
კორალი მართალია აშშ-ში გაიზარდა, მაგრამ ისრაელის მოქალაქე გახლავთ და როგორც ისრაელის კანონმდებლობის სრულად მორჩილს, თურმე ამ ქვეყნის არმიაშიც კი აქვს ნამსახურები (როგორც იცით, ისრაელში ჯარში ქალებიც მიჰყავთ). ისე, ერთ რამედ კი ეღირებოდა ამ თვალსაამო გოგოს სამწყობრო მომზადების დროს ხილვა...