ფეხბურთი

11:54 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერომ სამ საუკეთესო "რუს" ფეხბურთელში უკრაინელი და ბელარუსი მოთამაშეები დაასახელა

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რუსეთს სტუმრობდა და ვიზიტი ისე როგორ ჩაივლიდა, ადგილობრივ მედიას მისთვის რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელების დასახელება, რომ არ ეთხოვა.

Sport24-თან საუბარში ალექსმა მართლაც დაასახელა მისი აზრით, სამი გამორჩეული „რუსი“ მოთამაშე, დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:

- დაასახელეთ სამი საუკეთესო რუსი ფეხბურთელი...

- ალეინიკოვი...

- ალენიჩევი?

- არა, არა, ალეინიკოვი. კიდევ საშა ზავაროვი. „იუვენტუსში“ ითამაშეს, მახსოვს, ვუყურებდი მათ მატჩებს, როდესაც ბავშვი ვიყავი. მესამეც უნდა დავასახელო არა? იაშინი მახსენდება, მაგრამ მისი თამაში არ მინახავს, ასე, რომ ისევ ვიფიქრებ. რა ჰქვია იმ ბიჭს „ჩელსიში“ რომ თამაშობდა?

- სმერტინი?

- არა.

- ჟირკოვი?

- არშავინი! უი, ის „არსენალიდან“ იყო, მაპატიეთ.

დელ პიეროს დასახელებული ფეხბურთელებიდან რუსი მხოლოდ ანდრეი არშავინია. ალექსანდრ ზავაროვი უკრაინელი გახლავთ და „იუვენტუსში“ 1988-1990 წლებში თამაშობდა, ხოლო სერგეი ალეინიკოვი ბელარუსია და ტურინელთა ღირსებას 1989-1990 წლებში იცავდა.

0.118604