ფეხბურთი

2:32 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ანიელი პატარა გუნდების წინააღმდეგ: "სამართლიანია ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტას" თამაში?"

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ჩემპიონთა ლიგაზე პატარა გუნდების თამაშის წინააღმდეგია. იტალიელმა განაცხადა, რომ სამართლიანად არ მიაჩნია ბერგამოს „ატალანტას“ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე თამაში და „რომას“ თამაშგარეში ყოფნა.

ანიელის განცხადებით, მართებული არაა, როდედსაც ერთი სეზონის გამო გუნდები ასეთ შანსს იღებენ.

„ატალანტას“ მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს იმასთან დაკავშირებით რასაც აკეთებს, მაგრამ საერთაშორისო ისტორიის გარეშე და შესანიშნავი სპორტული წარმოდგენით მოახერხა ევროპის მთავარ ტურნირზე თამაში. ნუთუ ეს სამართლიანია?

შემდეგ ვფიქრობ „რომაზე“, მან იტალიას რეიტინგში ბოლო წლებში ბევრი ქულა მოუტანა, მაგრამ ერთი ჩაგდებული სეზონის გამო ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა და ფინანსურად იზარალა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი ინვესტიციებისა და ხარჯების დაცვა.

აქვს თუ არა „ატალანტას“ მაღალ დონეზე თამაშის ნაკლები შანსი? პასუხი არ მაქვს. არსებობენ გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადიან ან ქვეყნის თასს იგებენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია მხოლოდ შიდა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილზეა დამოკიდებული“, - თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, ანდრეა ანიელი, რომელიც „იუვენტუსის“ გარდა ევროპული გრანდების ასოციაციის პრეზიდენტიცაა, ერთ-ერთ მთავარია, რომელიც მხარს უჭერს გრანდებისთვის ცალკე ჩემპიონთა ლიგის შექმნას, რომელსაც სუპერლიგა უნდა დაერქვას. თუმცა, ამ იდეის სისრულეში მოყვანს დღემდე ვერ ახერხებს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, მერვედფინალში გავიდა, სადაც „ვალენსიას“ პირველი მატჩი 4:1 მოუგო და მეოთხედფინალთანაც ახლოსაა. პარალელურად სერია A-შიც მაღალ დონეზე თამაშობს, ოთხეულშია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (25 ტურში 70) და მეტოქეებს ხშირად ისეთი არასაფეხბურთო ანგარიშებითაც ამარცხებს, როგორებიც 5:0, 7:1, 7:0 და 7:2 გახლავთ...

0.152862