ფეხბურთი

0:15 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მალტასთან დამარცხდა

ევროპის 2021 წლის ქალთა ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი განიცადა. ლევან ბაჯელიძის გუნდი მალტას ესტუმრა და ვერაფერი გაახერხა.

ცურიეშის გოლით მალტელები სწრაფადვე დაწინაურდნენ და მეორე ტაიმის სტარტზე ბუგეიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.

76-ე წუთზე თავი ხატია ჭყონიამ გამოიჩინა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო და ძალა საკმარისი არ გამოდგა.

საქართველოს 6 ტურის თავზე ჯგუფში 0 ქულით ბოლო საფეხურზეა და მომდევნო შეხვედრას 10 მარტს ისრაელის ნაკრებთან გამართავს.

მალტა - საქართველო 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ცუშიერი (17), 2:0 ბუგეია (46), 2:1 ჭყონია (76)

0.112908