ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ესპანურ „ვალენსიასა“ და ბერგამოს „ატალანტას“ შორის უმაყურებლოდ გაიმართება.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია უეფამაც დაადასტურა. მიზეზი ცხადია კორონავირუსია, რომლის გამოც იტალიაში მომდევნო ერთი თვე მატჩები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
ესპანურმა მხარემ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლომბარდიის წარმომადგენელ „ატალანტასთან“ თამაშზე სტადიონზე შესვლა ხალხს აუკრძალონ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტას“ პირველი მატჩი 4:1 აქვს მოგებული და „მესტალიაზე“ 10 მარტს ითამაშებს.