ფეხბურთი

21:06 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანმა "ჩელსის" წინადადება იუარა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 31 წლის შემტევმა ვილიანმა ლონდონის "ჩელსის" მიერ შეთავაზებული ორწლიანი კონტრაქტი იუარა და მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა UOL-ი ავრცელებს.

ფეხბურთელს გარანტიები სჭირდება და კლუბისგან გრძელვადიან კონტრაქტს ითხოვს, თუმცა ლონდონელები მხოლოდ ორწლიან ხელშეკრულებაზე არიან თანახმა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ბარსელონა" იჩენდა, თუმცა ბრაზილიური გამოცემის ინფორმაციით, ესპანელებს სამხრეთამერიკელის გადაბირება აღარ უნდათ და ვილიანი შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. მიმდინარე სეზონში ვილიანმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112352