ფეხბურთი

19:52 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში ითამაშოს

"მანჩესტერ სიტიმ" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონში მონაწილეობა მიიღოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, "ქალაქელებმა" სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში უეფას მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს და თუ გადაწყვეტილება პირველ ივნისამდე არ იქნა მიღებული, გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

უეფამ ინგლისური კლუბი 2012-2016 წლებში ფინანსური ფეირ პლეის პრინციპების დარღვევის გამო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირიდან ორი წლით მოკვეთა და ჯარიმის სახით 30 მილიონი ევრო დააკისრა. "სიტიმ" ლოზანაში გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა და საბოლოო ვერდიქტს ელის.

მიმდინარე სეზონში მანჩესტერელები ლიგის მერვედფინალში გავიდნენ, სადაც მადრიდის "რეალს" პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოუგეს. განმეორებითი შეხვედრა გუნდებს შორის 18 მარტს გაიმართება.

0.131336