სხვა

17:14 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

2020 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გუდაურში გაიმართება

გასულ შაბათ-კვირას გუდაურში FIS-ის სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპი წარმატებით ჩატარდა, ამ შაბათ-კვირას - 7-8 მარტს კი გუდაური 2020 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს უმასპინძლებს.

შეჯიბრება ,,კუდებზე“ სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება.

მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :

ბავშვები I, დაბადების წელი 2006-2007

ბავშვები II, დაბადების წელი 2004-2005

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2003 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

2019-2020 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცემათ საშუალება ასახელონ თავიანთი გუნდები.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება.

საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

2020 წლის დასკვნითი ეტაპი ბაკურიანში ან სვანეთში გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან 2020 წლის საქართველოს თასის მფლობელები.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანიასილქნეტია,,, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მთის კურორტების განვითარების კომპანია..

GSF





სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096626