წლების მანძილზე ლეო მესის ცოლი ანტონელა რეკუზო სკანდალური და გამორჩეული ქალის იმიჯზე თავად ამბობდა უარს და ამჯობინებდა უბრალო, მარტივი ცხოვრებით ეცხოვრა. ეს კი მოგეხსენებათ, ბულვარულ მედიასთან მუდმივ კონტაქტს და საკუთარ თავზე მძაფრი ჭორების აგორებას იმთავითვე გამორიცხავს.
ახლა როგორც ჩანს ანტონელამაც გამოიღო ხელი და მიხვდა, რომ პოპულარობა მუდმივი არასოდესაა და სანამ ზენიტში ხარ, სწორედ მაშინ უნდა იციალო პოპულარობის მწვერვალზე. უკვე კარგა ხანია კვირა ისე არ გავა, რომ ევროპული ინტერნეტ თუ ბეჭდური გამოცემები ლეო მესის ცოლზე რაიმე “კბილჩასავლებს“ არ წერდნენ.
აგერ სულ სამიოდე დღის წინ, რეკუზოს ქალმა განაცხადა, რომ სულაც არ აშინებს მესის წლების მატება და ძალიანაც ახარებს იმ ჟამის მოახლოება, როდესაც ლეგენდარული მეგოლე დროის აბსოლუტურ უმეტესობას ოჯახს და პირადად მას დაუთმობს. ამ ამბავს ფეხბურთის ქომაგების როგორი მძაფრი რეაქციაც მოჰყვებოდა - თავადაც მიხვდებით...