“მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ლუის ვან გაალს არ ეშინია, რომ კლუბიდან გაუშვებენ.
“ჩემი კონტრაქტი 3 წელზეა გათვლილი და დარწმუნებულები იყავით, რომ ბოლომდე დავრჩები. აქ ტყუილად არ მომიყვანეს, მჭირდება დრო წარმატების მისაღწევად”, - ვან გაალის სიტყვებს Daily Mail ციტირებს.
ვან გაალის გაწვრთნილმა “მანჩესტერმა” მიმდინარე პრემიერლიგაში 6 თამაშში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვა.