პარაგვაელმა პროკურორმა, ბრაზილიელი ვარსკვლავყოფილი რონალდინიოს სახელზე დაპატიმრების ორდერი გამოწერა - გვამცნობს ესპანური AS.
რონალდინიო და მისი ძმა აეროპორტში დააპატიმრეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყალბი საბუთებით აპირებდნენ შესვლას. რონალდინიოს პასპორტში ძველი სურათი ჰქონდა ჩაკრული და ეროვნების გრაფაში - პარაგვაელი ეწერა.
გამოცემის ინფორმაციით, რონალდინიოს პარაგვაიში ჩასვლის მიზეზი თითქოს ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროგრამის წარდგენა იყო. მეორე ვერსიით, მას საკუთარი წიგნის პრეზენტაცია უნდა გაემართა.
ამჟამად ის ძმასთან ერთად სასტუმროში იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, საღამოს კი დაკითხვაზე უნდა მივიდეს.