ინგლისის ლიგის თასის მატჩის დამთავრების შემდეგ, „ტოტენჰმსა“ „ნორვიჩს“ შორის (1:1, 2:3 პენალტებით), ტოტენჰემელთა ნახევარმცველი, ერიკ დაიერი ტრიბუნაზე ავარდა და ერთ-ერთი გულშემატკივრის გალახვას შეეცადა. ეს ფაქტი, ცხადია კამერებმაც დააფიქსირეს.
ირკვევა, რომ ფანმა ერიკის უმცროს ძმას და თავად ფეხბურთელს მიაყენა შეურაცხყოფა. იქვე მყოფი მეორე გულშემატკივრის გადაღებულ ვიდეოზე გარკვევით ისმის დაიერის ყვირილი: „ის ჩემი ძმაა, ის ჩემი ძმაა...“
ახლა დაიერს დისკვალიფიკაცია ელის.