ფეხბურთი

12:17 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ზაფხულის ჩემპიონთა ლიგის დაარსებას აპირებს

უეფამ და ამერიკულმა კომპანია Relevent Sport-მა მოლაპარაკებები დაიწყეს ახალი დიდი ტურნირის დაფუძნების შესახებ, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან უნდა დაიწყოს.

Daily Mail-ის ცნობით, საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგის ბაზაზე, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და ძირითადად წინასასეზონო მზადებისთვის გამოიყენება, ზაფხულის ჩემპიონთა ლიგა შეიქმნება.

უეფაში სურთ ტურნირს ოფიციალური სტატუსი მისცენ. ჩატრადება საკვალიფიკაციო მატჩები, ჯგუფური ეტაპი და პლეი ოფი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს („მანჩესტერ იუნაიტედი,“ „სიტი,“ „ლივერპული,“ „არსენალი,“ და „ტოტენჰემი“) უკვე გააცნეს. ისინი სიახლეს დათანხმდნენ და ის თანხები დაასახელეს, რომელიც შეჯიბრში მონაწილეობის შემთხვევაში უნდათ რომ მიიღონ.

0.113502