ფეხბურთი

0:52 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენმა შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს

კატალონიის „ბარსელონას“ მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს. Catalunya Radio-სთან საუბარში გერმანელმა ფეხბურთელმა თავის მომავალზე და გუნდში დარჩენაზე კითხვას, თავი აარიდა.

ამან კი გააჩინა ეჭვები, რომ ტერ შტეგენი „ბარსას“ დატოვებას არ გამორიცხავს. ჯერჯერობით სხვა დეტალური ცნობა არ ვრცელდება.

მარკ-ანდრეს კატალონელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი ფასი 180 მილიონი ევროა.

0.11222