ფეხბურთი

23:04 | 4.03.2020 | ნანახია 791 - ჯერ

გიორგი მაკარიძე ტურის სიმბოლურში

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მაკარიძე მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში გამოცემა Goalpoint-მა 7.7 ქულით შეაფასა და სიმბოლურში მიუჩინა ადგილი.

"ვიტორიას" ჩვენებურმა კარის დარაჯმა გასულ უიქ-ენდზე „პორტიმონენსესთან“ შესანიშნავად ითამაშა, საკუთარ გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 22 შეხვედრიდან გიორგიმ 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 05.03.2020
Tsikura (85)

ვახ მაგარი ამბავია, უეჭველი ძირითადში უნდა იყოს ბელორუსთან

15:55 | 05.03.2020
qomagi (1575)

წარმატებები გიორგის!!! სანაკრებო მატჩებს იმედია სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

0.161196