ფეხბურთი

22:36 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ზაარბრიუკენი" გერმანული ფეხბურთის ისტორიაში და მოგერიებული ხუთი პენალტი (+VIDEO)

„ზაარბრიუკენმა“ ისტორია დაწერა და გერმანიის თასის ნახევარფინალშია. ისტორიის დაწერა კი იმაში მდგომარეობს, რომ პირველი გუნდია, რომელიც გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონში თამაშობს და გერმანიის თასის ნახევარფინალში გავიდა.

„ზაარბრიუკენმა“ მეოთხედფინალში ბუნდესლიგის წარმომადგენელი დიუსელდორფის „ფორტუნა“ მატჩის შემდგომ პენალტებში დაამარცხა (1:1 ძირითადი დრო, 7:6 პენალტების სერიაში).

მატჩის გმირი მეკარე დანიელ ბაცი გახდა, რომელმაც ხუთი(!) პენალტი მოიგერია. ერთი ძირითად დროში და ოთხი პენალტების სერიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113402