ფეხბურთი

20:54 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თამაში ცარიელი ფურცლიდან იწყება" - ერთა ლიგაზე მეტოქეთა მწვრთნელების კომენტარები

ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეტოქეების მწვრთნელებმაც გააკეთეს. ესტონეთის ნაკრების თავკაცი კარელ ვოოლაიდი ფიქრობს, რომ მის გუნდთან ყველა გამარჯვებას აპირებს.

„ჩვენს დივიზიონში ყველა ერთი დონისაა. ისინი ჩვენს წინააღმდეგ სამ ქულას გეგმავენ და თავი ჩვენზე ძლიერი ჰგონიათ, მაგრამ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და ინდივიდუალურად არცერთ გუნდს არ გამოვყოფ.

ფეხბურთში შეიძლება ცვლილელები სწრაფად მოხდეს, წარსულს არ უნდა ვუყუროთ. ჩვენი მიზანი? მე ასე ვიტყოდი, ჩვენს ჯგუფში ოთხი გუნდია და წაგება არცერთს სურს“, - თქვა ვოოლაიდმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკისთვის ჯერ მთავარი კოსოვოსთან თამაშია, მაგრამ დამდეგ შემოდგომაზე ჯგუფში პირველ ადგილს ისახავს მიზნად:

„გულწრფელად გითხრათ, ახლა მთელი ჩვენი ყურადღება გამახვილებულია კოსოვოსთან მატჩზე. რაც შეეხება ახალ ერთა ლიგას, წინა საკვალიფიკაციო ეტაპმა აჩვენა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თანაბრად თამაში შეგვიძლია ახლაც ასე იქნება. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგებს ნამდვილად აქვთ ხარისხი, თუმცა ჩენთვის მნიშვნელოვანია, რომ არავის გვეშინია და ყველა მატჩში სამი ქულისთვის ვთამაშობთ“, - აღნიშნა ანგელოვსკიმ.

იხილეთ საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135975