ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 45-33 დაამარცხა სტუ-იმედი და 26 ქულით ლიდერობს. 24 ქულა აქვს ქუთაისს, რომელმაც 43-34 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს.
სპორტუნმა ბრძოლა გაუმართა ქუთაისს და დასაწყიში 6-3 დაწინაურდა, შემდეგ ქუთაისელთა 16 წლის მეკარემ გიგი რუხაძემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა, კიდევ კარგა ხანი ფრე იყო: 11-11, მე-18 წუთი. ქუთაისმა, რომლის მწვრთნელები რამდენიმე წამყვან მოთამაშეს ასვენებდნენ, ტაიმი 20-17 მოიგო.
შესვენების შემდეგ ქუთაისელთა უპირატესობა 5-6 ბურთის ფარგალში იყო, თუმცა, გამზარდიამ სულ ბოლო წამზე მაინც აიყვანა სხვაობა ცხრამდე, 43-34. ორი მოთამაშის მონაგარი 10 გოლს ასცდა - ქუთაისელმა სურმავამ 12 გოლი გაიტანა, სპორტუნის გიორგი იობაშვილმა - 11.
„შავი ზღვის ბიჭებისა“ და სტუ-იმედის პირველი წრის მატჩში, ქუთაისში, სერიოზული ბრძოლა იყო და ჩემპინმა მხოლოდ 3 ბურთით მოიგო, 28-25. ბრძოლა იყო თბილისური თამაშის პირველ ნახევარშიც. სტუ-იმედი ხუთით ჩამორჩა 6-11, მაგრამ ალანიას ორი სწრაფი გარღვევის შემდეგ, 22-ე წუთზე, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (12-13), შესვენებაზე კი ლიდერის უპირატესობა მხოლოდ 2 ბურთი იყო - 17-15.
შესვენების შემდეგ ბათუმელთა გუნდში მოედანზე გამოვიდა რატი მსხვილიძე და ოთხჯერ გაიტანა, უკანახაზელებმა, ტალახაძემ და სიმონიამ პირადი ანგარიში რვამდე გაზარდეს, სხვაობამ კი პროგრესულად იწყო ზრდა და სირენის წინ თორმეტამდე ავიდა: 45-33. ბათუმი 26 ქულით ლიდერია.
მეორე წრის ბოლომდე 4 მატჩია დარჩენილი, მაგრამ 17 მარტამდე ჩემპიონატში იძულებითი შესვენებაა - ეწ კორონავირუსის გავრცელების გამო. ყველა ტურნირის შესწორებული განრიგი დამატებით გამოქვეყნდება.
ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
კაცები, უმაღლესი ლიგა. 4 მარტი, ოლიმპიური სასახლე
სპორტუნი - ქუთაისი 34-43
სპ: ხანდოლიშვილი - იობაშვილი 11, ბულბულაშვილი 7, ზურაბიანი 6, ჩაკვეტაძე 5, იმნაძე 4, დელიბაშვილი 1, გულდედავა
ქუთ: რუხაძე, გულეიშვილი - სურმავა, 12, ზარნაძე 6, ჯუღელი 5, იმნაძე 4, გამზარდია 4, კობახიძე 3, ფერაძე 3, სტურუა 3, ლომიძე 2, აბულაძე 1, ხაჟომია, რუსტამოვი, მერკვილაძე
მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი
იმედი-სტუ - BSB ბათუმი 33-45
იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - ალანია 9, ყორიაული 7, გრიშიკაშვილი 3, ერისთავი 3, აბჟანდაძე 3, კორსანტია 3, თიგიშვილი 3, გოგალაძე 2, გავაშელიშვილი, დოლმაზაშვილი
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ტალახაძე 8, სიმონია 8, ლაპიაშვილი 6, აბრამიშვილი 6, გოგოლაძე 4, მსხვილიძე 4, მიქავა 3, ტიელიძე 2, ცხადაია 2, გიორგაძე 1, მჟავანაძე 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი, თურმანიძე
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა
--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ
BSB ბათუმი--14--13---0---1---550-378--26
ქუთაისი------14--12---0---2---598-453--24
სტუ-იმედი---14---9---0---5---443-380--18
პეგასი---------12---7---0---5---384-379--14
სპორტუნი----14---4---0--10---438-507---8
სამტრედია---12---4---0---8---341-428---8
გორი----------12---3---0---9---387-494---6
წყალტუბო---12---0---0--12---285-407---0
მეორე წრის ბოლომდე
წყალტუბო - გორი
სამტრედია - პეგასი
სამტრედია - გორი
წყალტუბო - პეგასი







