ფეხბურთი

16:51 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვას „ბარსელონაში“ გადასვლა სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველს, ტიაგუ სილვას, მომავალ ზაფხულს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს. მხარეებს ერთმანეთთან ჯერ არ უსაუბრიათ, მაგრამ 35 წლის ბრაზილიელი მზადაა კატალონაში გადაბარგების სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვან დაკლებაზეც დათანხმდეს.“ - გვამცნობს Mundo Deportivo.

სილვას ხელშეკრულებას პსჟ-სთან 2020 წლის 30 ივნისს ეწურება ვადა და გამოცემის მტკიცებით, პარიზული კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

„ბარსელონას“ გამო სილვა თურმე მზადაა არა მარტო ყატარის, არამედ აშშ-ის, ჩინეთისა და ევროპის კლუბებსაც უთხრას უარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108866