ფეხბურთი

15:49 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი - კორონავირუსზე:“რატომ მეკითხებით, ბეისბოლის კეპი მახურავს და გაუპარსავი ვარ“

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში „ჩელსისთან“ დამარცხების შემდეგ (0:2), „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, კორონავირუსის შესახებ ჰკითხეს.

„მომისმინეთ. არ მოწონს, როცა ცხოვრებაში სერიოზულ საკითხებზე ფეხბურთის მწვრთნელის აზრი მნიშვნელოვანია. ეს უბრალოდ არ მესმის.

არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ ცნობილი ადამიანები. ამ საკითხს სწორად უნდა მივუდგეთ. ისეთ ხალხს, როგორიც მე ვარ, რომელსაც ამ საკითხში არაფერი გამეგება, მსგავს კითხვებს არ უნდა უსვამდნენ.

უნდა საუბრობდეს ის, ვისაც ეს საკითხი ესმის და არა საფეხბურთო მწვრთნელები. რატომ მეკითხებით მე? ხომ ხედავთ, ბეისბოლის კეპი მახურავს და გაუპარსავი ვარ“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Independent.

0.117702