სხვა

14:07 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მსოფლიო რეიტინგის სათავეში არიან

საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ყოველწლიური მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, გრან პრის ეტაპებზე, ფინალსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებითა და დაგროვილი ქულათა ჯამით განისაზღვრება.

ტალინში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მსოფლიოს რეიტინგულ ნუსხაში სპორტულ ცეკვებში წამყვან პოზიციაზეა მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, რომლებიც ჩემპიონატის ფავორიტები არიან. ისინი იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგულ სიაში 2027 ქულით 1 ადგილზე არიან. ამასთან, 2019 წლის გრან პრის ფინალზე მოპოვებული ოქროს მედალი და 174,90 ქულა ქართველი წყვილისათვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

ტალინის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძეც საკმაოდ მაღალი რეიტინგული მაჩვენებლით იწყებს. მას იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგში ჯამური 1210 ქულით აზერბაიჯანელი და ამერიკელი მოციგურავის შემდეგ მესამე პოზიცია უჭირავს. ხოლო სეზონის საუკეთესო შედეგი ალინა ურუშაძემ 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე აჩვენა - 179.50 ქულა.

0.117166