კალათბურთი

11:54 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოს ანჯელესელებმა იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსმა“ შინ „ფილადელფია“ 120:107 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლოს ანჯელესელებმა 37:19 მოიგეს. ენტონი დევისმა 37 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ლებრონ ჯეიმსს 22 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა ჰქონდა. „ლეიკერსი“ 47 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„კლიპერსმა“ გასვლაზე „ ოკლაჰომას“ 109:94 აჯობა. ლოს ანჯელესელებმა პირველი სამი პერიოდი მოიგეს და მეოთხე პერიოდი ფორმალობაღა გახდა. კავაი ლეონარდმა 25 ქულა ჩააგდო. დენის შროდერს 24 ქულა ჰქონდა. „კლიპერსი“ 42 მოგებით და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

უხვქულიანი შეხვედრა გაიმართა ნიუ ორლეანში, სადაც „პელიკანსი“ „მინესოტას“ დაუპირისპირდა და 134:139 დამარცხდა. ბისლიმ 28 ქულა მიითვალა, ჰოლიდემ სამმაგი დუბლი შეასრულა 27 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა.

შარლოტ ჰორნეტსი“ – „სან ანტონიო“ 103:104 (36:19, 22:30, 18:28, 27:27)

https://www.youtube.com/watch?v=UZq91NnboEk

„ბოსტონი“ – „ბრუკლინი“ 120:129 (33:28, 23:15, 28:24, 34:51 ო.ტ. 2:11)

https://www.youtube.com/watch?v=MkLUbkl1HoE

„ნიუ ორლეანი“ – „მინესოტა“ 134:139 (31:28, 37:44, 43:37, 23:30)

https://www.youtube.com/watch?v=ChVYetYIYeM

„ოკლაჰომა“ – „კლიპერსი“ 94:109 (27:38, 20:21, 23:30, 24:20)

https://www.youtube.com/watch?v=zB-QoEd7f9w

„დენვერი“ – „გოლდენ სტეიტი“ 100:116 (25:26, 33:23, 23:33, 19:34)

https://www.youtube.com/watch?v=wHBtDdpHtA0

„ფინიქსი“ – „ტორონტო“ 114:123 (39:30, 29:31, 18:26, 28:36)

https://www.youtube.com/watch?v=V0S98XmhRWA

„ლეიკერსი“ – „ფილადელფია“ 120:107 (28:35, 37:19, 31:26, 24:27)

https://www.youtube.com/watch?v=9mJ5OLxZh94

„საკრამენტო“ – „ვაშინგტონი“ 133:126 (39:23, 37:26, 19:46, 38:31)

https://www.youtube.com/watch?v=Exs8JkYNxQA

0.112629