თამაშგარე

10:57 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქედმოუხრელი ანა აოგო

გერმანიაში ერთ დროს იმედისმომცემად მიჩნეული და ახლა უკვე რანგით დაცემული, რიგით ვეტერანად ქცეული გერმანელი მობურთალი დენი აოგო უფრო მეტად დაიფარებოდა დავიწყების ნისლით რომ არა მისი ცოლი ანა აოგო, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქმარზე ბევრად პოპულარულია.

ანა აოგო სოციალური ქსელების ჭეშმარიტი ვარსკვლავია და ბოლო ორ წელიწადში არაერთ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ეს ფოტოები შემდეგ ჩვენს მიერ უკვე ხსენებული სოციალური ქსელებით მთელს პლანეტას ედება და პოპულარობის წყაროც ასე მარტივად ვიპოვეთ.

ანა აოგო ოფიციალურად მოდელობით სულ სამიოდე წელი იყო დაკავებული. ამის შემდეგ თავად თქვა უარი გამუდმებულ დიეტებზე, სამოდელო სახლის მესვეურთა წინაშე ქედმოხრაზე და თავისუფლება არჩია. პოპულარობა კი დღეს ბევრ ცნობილ მოდელზე არანაკლები აქვს. როგორც ჩვენში იტყვიან, ამ ქალმა იცის საგანი!

თეგებიანა აოგო
0.814763