ფეხბურთი

1:04 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ასეთ დონეზე ადვილი მატჩები არ არსებობს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის 2020-2021 წლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. სლოვაკი სპეციალისტის თქმით, ასეთ დონეზე ადვილი მატჩები არ არსებობს, მაგრამ მანამდე მთავარი გამოწვევა ბელარუსთან მოახლოებული თამაშია.

„ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სომხეთს, ესტონეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩები მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება.

0.133543