ფეხბურთი

0:18 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება

ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსია“ – „ატალანტასა“ და ევროპა ლიგაზე „ხეტაფე“ – „ინტერის“ მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში კორონავირუსის ეპიდემიაა, ვინაიდან „ინტერი“ და „ატალანტა“ ლომბარდიის რეგიონს წარმოადგენენ, ამ გუნდების სტუმრობა ესპანეთში ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაივლის.

„ის სპორტული ღონისძიებები, რომელშიც სავარაუდოდ გულშემატკივრები მაღალი რისკის ქვეშ იქნებიან, დახურულ კარს მიღმა უნდა ჩატარდეს“, - ილამ.

„ვალენსია“ – „ატალანტა“ 10 მარტს, ხოლო „ხეტაფე“ – „ინტერი“ 18 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები არ იმოქმედებს „ბარსელონა“ – „ნაპოლისა“ და „სევილია“ – „რომას“ მატჩებზე, რადგან იტალიის სამხრეთ ნაწილში ეპიდემია გავრცელებული არაა.

0.116451