უნგრეთის თასის მეოთხედფინალში ბუდუ ზივზივაძემ ჩინებული გოლი გაიტანა. „მეზოკოვესდი“ „პუშკაშ აკადემიას“ ესტუმრა და მატჩის ერთადერთი გოლი ჩვენებურის ანგარიშზეა.
47-ე წუთზე ბუდუმ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი აიღო. ამ გოლით „მეზოკოვესდმა“ იმარჯვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
აღნიშნული გუნდების საპასუხო შეხვედრა 11 მარტს გაიმართება და ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე, სადაც კაჭარაა განიხილება ნაკრებში თავდამსხმელად, ზივზივაძრსაც უნდა მიეცეს შანსი, უნგრეთის ჩემპიონატი კვიპროსის ჩემპიონატზე სუსტი არ არის და გააქვს ამ ბიჭს აქ გოლები.
საქართველოს არ იყოს უნგრეთშიც ტევა არაა სტადიონებზე