"მემფის გრიზლმა" გასვლაზე "ატლანტა ჰოუქსი" 39 ქულით (127:88) დაამარცხა. "მემფისმა" კლუბის ისტორიაში გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"დათვებს" ყველაზე დიდი ანგარიშით 2003 წელს აქვთ მოგებული. "მემფისმა" შინ 17 წლის წინ "ნიუ ჯერსი" 110:63 გაანადგურა.
"ატლანტასთან" მოგებული მატჩში "დათვების" ცხრა კალათბურთელმა მინიმუმ 10 ქულა ჩააგდო ,რაც ასევე კლუბის რეკორდია.