ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "დალასის" ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი და აღმოსავლეთში "მილოუკის" ლიდერი იანის ადეტოკუმპო აღიარეს.
"ბაქსმა" ოთხივე შეხვედრა მოიგო. იანისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28.5 ქულას, 16.5 მოხსნას, 5.5 პასს და 1 ბლოკ-შოტს აგროვებდა.
პორზინგისი საშუალოდ 26.3 ქულას, 11.8 მოხსნას, 2.5 პასს და 2.3 ბლოკ-შოტს აკეთებდა.