„კალიარიმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელი, როლანდო მარანი, თანამდებობიდან, თავის თანაშემწეებთან ერთად დაითხოვეს.
მარანი „კალიარის“ 2018 წლიდან წვრთნიდა. მანამდე კი „ბრეშას,“ „ბარის,“ „კატანიასა“ და „კიევოს“ თავკაცობდა.
ამ სეზონის დასაწყისში „კალიარიმ“ კარგი სტარტი აიღო, ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ახლოს იყო და გულშემატკივრებიც იმედით შეჰყურებდნენ მომავალს. მაგრამ, ვითარება შეიცვალა, შარშანდელი დეკემბრის შემდეგ, გუნდმა გამარჯვება ვეღარ მოახერხა, სერია A-ს ბოლო სამ ტურში კი მიჯრით სამი მატჩი წააგო.
ახლა, 25 ტურის შემდეგ, 32 ქულით „კალიარი“ იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა და ევროთასების ზონას 7 ქულა აშორებს.