ჩინური „დალიან იფანის“ მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, ჟურნალისტებს მისი დროის „ლივერპულის“ მთავარ პრობლემაზე უამბო.
„ფული არ გვქონდა. ჩემი იქ ყოფნის ბოლო წელიწადს, ბიუჯეტი მხოლოდ 17 მილიონი გირვანქა იყო. ასეთ ვითარებაში ძნელია კონკურენტული იყო. იძულებული ვიყავით ფეხბურთელები გაგვეყიდა. მასკერანო, ჩაბი ალონსო, ფერნანდო ტორესი - ამათ შეველიეთ.
ახლანდელ „ლივერპულში“ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სოლიდური თანხა ჩაიდო. რამდენიმე კარგი ტრანსფერიც განახორციელეს. მთავარი კი ის არის, რომ ჰყავთ მწვრთნელი, რომელსაც ხელმძღვანელობა ყურს უგდებს.“ - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს ესპანური Marca.
ბენიტესი „ლივერპულს“ 2004-10 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა 2004-05 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგეს.