ფეხბურთი

1:41 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "არამგონია "ლივერპულის" ფანები იმდენად სულელები იყვნენ, რომ ეს დაიჯერონ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კორონავირუსის შესახებ ისაუბრა, რომლის გამოც თითქოს „წითლების“ საჩემპიონო სეზონის ჩაშლა იგეგმება.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპიდემიის გამო პრემიერლიგის შეწყვეტა და შედეგების ანულირება იგეგმებოდა. თუმცა, გერმანელ სპეციალისტს ეს არ სჯერა:

„არ ვფიქრობ, რომ „ლივერპულის“ ფანები პარანოიაში არიან. არ შემიძლია იმის დაჯერება, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივრებს სჯერათ ამის შესაძლებლობის. ახსენით როგორ უნდა გააუქმონ სეზონი. ახსენით ვინ ითამაშებს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე და კიდევ ბევრი სხვა რამ. საინტერესოა იმ ადამიანების მოსაზრებები, ვინც ამაზე წერენ. „ლივერპულის“ გულშემატკივრები სულელები არ არიან, რომ ეს დაიჯერონ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ სამი დღის წინ პრემიერლიგაში 44-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და „უოტფორდთან“ 0:3 დამარცხდა.

0.121913