ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესაძლო ჩაშლას გამოეხმაურა. კორონავირუსის გამო ბოლო ხანს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა ზაფხულში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის გადადებაზე ან ჩაშლაზე ფიქრობდა.
ინფანტინო ამ ეტაპზე ასეთ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა გამორიცხვითაც არაფერს გამორიცხავს და ყველაფერი განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
„ევროპის ჩემპიონატი ივნისში იქნება, მანამდე სხვა საერთაშორისო მატჩებია. სიტუაციის მონიტორინგი უნდა ჩავატაროთ. პანიკის დრო არაა და პირადად მე არ ვნერვიულობ. სიტუაციას ზედმეტი რეაქციის გარეშე უნდა მივყვეთ.
ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე ახლა ვერაფერს გამოვრიცხავთ, იმედია ჩაშლის მიმართულებით სიტუაცია არ წავა. მსოფლიოს მასშტაბით აკრძალვა რთული იქნება, რადგან ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა. ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საფეხბურთო თამაში და ამ მოტივით ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემია არ გავრცელდება“, - თქვა ინფანტინომ.