უეფას აღმასკომის სხდომაზე ევროპა ლიგის, ევროპის სუპერთასების და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალების მასპინძლები ქალაქები გამოავლინეს. შედეგად, გაირკვა, რომ 2021-2022 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფინალს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.
აქამდე ბუდაპეშტს ასეთი პატივი არ ღირსებია, არასდროს ყოფილა არც ევროპა ლიგის და არც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი. უეფას ყველა გადაწყვეტილები ფინალების ჩატარების ადგილებთან დაკავშირებით 2023 წლამდე ასეთია:
2022 წლის ევროპა ლიგის ფინალი: ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“ (უნგრეთი)
2022 წლის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ტურინი, „ალიანც სთედიუმი (იტალია)
2023 წლის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ეინდჰოვენი, „ფილიპს არენა“ (ნიდერლანდები)
2022 წლის ევროპის სუპერთასი: ჰელსინკი, ოლიმპიური სტადიონი (ფინეთი)
2023 წლის ევროპის სუპერთასი: ყაზანი, „ყაზან არენა“ (რუსეთი)
აქვე გეტყვით, რომ 2023 წლამდე ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლები ქალაქები რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი: 2020 წელი - სტამბოლი („ათა თურქი), 2021 წელი - სანქტ-პეტერბურგი („კრესტოვსკი არენა“), 2022 წელი - მიუნხენი („ალიანც არენა“) და 2023 წელი ლონდონი („უემბლი“).
რაც შეეხება ევროპა ლიგას: 2020 წელი - გდანსკი („სტადიონ ენერგა“), 2021 წელი - სევილია („სანჩეს პისხუანი“, თბილისთან კონკურენციაში გაიმარჯვა გასული წლის სექტემბერში).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია, მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით
კი ჯობია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით, ვიდრე წინაში.
აქ კი რა ხდება ? ბოლო სამ წელიწადში მეოთხედ შევხვდით შოტლანდიას და მცირედი წინსვლა მაინც მანახეთ, თუნდაც რომელიმე კომპონენტში.
წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა
8 თვე რომ არ ითამაშო, ნარდს ვერ ითამაშებ იმავე დონეზე და რაგბი კიდევ მეტად მოითხოვს რეგულარულ წვრთნას და თამაშს.
ჩემზე უკეთესად მწვრთნელები იყვიან თავის სიტყვას, როგოც ქომაგი კი დავამატებ რომ ბიჭებმა რაგბი ითამაშონ! რაგბი თამაშია, თან ჩვენი
წინ გამარჯვებებისაკენ!
მართალი ხართ ბატონო ლევან, ანგარიშში სხვაობა ასეთი არ იქნებოდა, აფრასიძე რომ არ გაესინბინებინათ, შეიძლება 1-2 ლელოთი ნაკლები დაედოთ ან მაინც ამდენი მიგვეღო. 80 ქულით გამარჯვებას კი სჯობს ასეთი თამაშები, მაგრამ 40 ქულით წაგება არ არის მისაღები შედეგი. დანარჩენი კიდევ მოედანზე დაგვიმტკიცეთ მომდევნო 4 თამაშში.