ფეხბურთი

19:43 | 2.03.2020 | ნანახია 982 - ჯერ

როი კინი: "დე ხეას ამ შეცდომის გამო მოვკვლავდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ დავიდ დე ხეამ ლივერპულის „ევერტონთან“ უხეში შეცდომა დაუშვა. მესამე წუთზე ესპანელი ბურთის მოედნის ცენტრისკენ მოგერიებას ლამობდა, მაგრამ დომინიკ კალვერტ-ლევინს გაარტყა და გოლი გავიდა.

დე ხეას შეცდომას „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარული კაპიტანი როი კინი გამოეხმაურა, რომელმაც ბრიტანულ მედიას განუცხადა, რომ მას მოკლავდა.

„მე, როგორც ფეხბურთელი ან მწვრთნელი მას აუცილებლად მოვკლავდი, მოვკლავდი! ვფიქრობ, დე ხეა ცოტა ქედმაღალია. შესვენებაზე შევცვლიდი, ის ძალიან ჭკვიანი მეკარეა საიმისოდ, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას“, - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:55 | 02.03.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

მართლა ? )) საინტერესოა ბარტეზი როგორ გადაგირჩა ცოცხალი, იმდენი ყ**ობა უკეთებია მანჩესტერში თამაშის დროს

22:32 | 02.03.2020
aulol besoi (1291)

"მოვკლავდი, მოვკლავდი!"-ზე მოგაწვა ალბათ ეს აზრები და ვერ წაიკითხე ბოლომდე, თორე გახასარევად აქვს ახსნილი რატომ მოკლავდა დე ხეას და რატომ არ მოკლა ბარტეზი.

0.128128