ფეხბურთი

17:39 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

არ არის მესი, არ არის "ბარსელონაც"

„ელ კლასიკომ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიონელ მესის გადამწყვეტი მოქმედებების გარეშე „ბარსელონა“ დიდ პრობლემებს აწყდება.

სტატისტიკა ნათლად მეტყველებს ყველაფერზე, რაც კატალონური გრანდისთვის მეტად საგანგაშოა და ამასთან არაფერ კავშირშია ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმები, რამაც „ბლაუგრანას“ შეტევითი პოტენციალი ცხადია შეასუსტა.

მიმდინარე სეზონში მესიმ ცხრა თამაში დაასრულა გოლის და საგოლე პასის გარეშე. ვერცერთ შემთხვავში „ბარსამ“ გამარჯვება ვერ მოიპოვა და ეს ადასტურებს, რომ კიკე სეტიენის გუნდი არგენტინელზე ძალიანაა დამოკიდებული.

ლა ლიგაში მესიმ ხუთჯერ დატოვა მოედანი გოლისა და საგოლე პასის გარეშე, ერთხელ ესპანეთის თასზე, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგაზე. არცერთ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული ფაქტი დაფიქსირდა, კატალონელებს არ მოუგიათ.

აქვე გეტყვით, რომ მთლიანობაში, მესის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 30 მატჩი, 23 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

0.110709