საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო გორის „დილასთვის“ და ცუდად ქუთაისის „ტორპედოსთვის“.
„რამაზ შენგელიაზე“ დაბრუნებულმა განახლებულმა „ტორპედომ“ შიდა ქართლელებთან ვერ დატოვა და მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება და უქულოდ დარჩა.
მე-13 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გორელებს უპირატესობა თავიდანვე მოუტანა, რომელიც გიორგი ნემსაძის გუნდმა ჩინებულად შეინარჩუნა. უფრო მეტიც, თამაშის დასასრულს გაზარდა კიდეც.
ფრანცსიკო მადგინამ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა და „დილას“ მშრალი ანგარიშით მოაგებინა. მიხეილ აშვეთიას გუნდს კი, სამუშაო ბევრი აქვს და მომდევნო ტურებში უკეთ ათამაშება მართებს.
„ტორპედო“ – „დილა“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (13), 0:2 მადინგა (89)