ფეხბურთი

17:59 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე და ფლიკი: "ბაიერნის" ფანები იდიოტები არიან, არავის მივცემთ უფლებას კლუბის იმიჯი შელახონ!"

სკანდალური გამოდგა ბუნდესლიგაში „ჰოფენჰაიმისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ შეხვედრა. სტუმარი ქომაგების შეურაცხმყოფელი ბანერებისა და შეძახილების გამო შეხვედრა ორჯერ შეწყდა, მეორედ 10 წუთით და ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს.

მინდორზე დაბრუნების შემდეგ კი ყველაფერი ფორმალობად იქცა და დაახლოებით 10 წუთი ორივე გუნდის მოთამაშეები ბურთს უბრალოდ მოვალეობის მოხდისა და დროის გაყვანის მიზნით მოედნის ცენტრში აგორავებდნენ. „რეკორდმაისტერის“ ფანების დაშოშმინება კი, ფეხბურთელებს, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს მოუწიათ.

მიუნხენელი ქომაგები შეურაცხყოფას „ჰოფენჰაიმის“ მფლობელ დიტმარ ჰოპს აყენებდნენ, რადგან მას გუნდის აქციების 90% აქვს და გერმანიაში როგორც წესი, გულშემატკივრებისთვის მსგავსი ერთპიროვნული მმართველობა მიუღებელია.

კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ბაიერნის“ ქომაგებს, რომლებმაც სტადიონზე ბანერები გამოფინეს, იდიოტები უწოდა და განაცხადა, რომ ყველა დაისჯება, ვინც გუნდის იმიჯს ზიანს მიაყენებს.

„ძალიან მრცხვენია და არანაირი ალიბი არ მაქვს იმაზე, რაც ბანერებზე ვნახეთ. „ბაიერნმა“ თავისი ყველაზე ცუდი სახე აჩვენა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეცვლის გერმანულ ფეხბურთსა და ბუნდესლიგის ლიდერებს, რადგან ძალიან ხშირად ვხუჭავთ თვალს გარკვეულ საკითხებზე. ზოგიერთი იდიოტი სტადიონებზე არ უნდა დავუშვათ. ვგმობთ მომხდარს და კლუბი მკაცრად იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც „ბაიერნის“ იმიჯს შეურაცხყოფს“, - თქვა რუმენიგემ.

დაახლოებით იგივე თქვა „რეკორდმაისტერს“ თავკაცმა ჰანს-დიტერ ფლიკმა, რომელმაც გულშემატკივრების ქმედება დაგმო.

„მე ამ ზონაში გავიზარდე და დიტმარ ჰოპს 20 წლიდან ვიცნობ. ვწუხვარ ამ ინციდენტის გამო, რადგან ჰოპმა აქ ბევრი რამ გააკეთა და გარდა ამისა, ყველა ამ იდიოტისთვისაც, მათ ოჯახებსაც არაერთხელ დახმარებია“, - განაცხადა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112145