რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ "ბოლონიასთან" მოგებული (2;0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის წინ ვერ იტყოდა პირველ ადგილზე მისი გუნდი იქნებოდა თუ არა, თუმცა "ლაციო" კარგი თამაშიდან გამომდინარე ცხრილის სათავეში ყოფნა დაიმსახურა.
"თუ მკითხავდით პირველ ადგილზე ვიქნებოდით თუ არა, გეტყოდით რომ რთული იქნებოდა ამის მიღწევა. წინასასეზონო პერიოდში კარგად ვიმუშავეთ და კმაყოფილი ვიყავით. ვერ ვიტყოდი ცხრილის სათავეში ვიქნებოდით თუ არა, მაგრამ ვიცი რა შეუძლიათ ჩემ მოთამაშეებს. გასულ წლებში მხოლოდ მეხუთე და მერვე ადგილებს შორის ვტრიალებდით და ორი ტიტული მოვიპოვეთ, ახლა კი პირველ ადგილზე ვართ და ჩვენი თამაშიდან გამომდინარე ეს დავიმსახურეთ." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
"ლაციომ" "ბოლონიას" დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში 62 ქულა მოაგროვა და დროებით პირველ ადგილზე გადავიდა. "იუვენტუსს" 60 ქულა აქვს და ერთი მატჩით ნაკლები ჩატარებული, ხოლო "ინტერი" რომაელებს ორი შეხვედრით ჩამორჩება და 54 ქულა აქვს მოგროვებული.