გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
დრამატული შეხვედრა გამოდგა ბოსტონში, სადაც „სელტიკსი“ „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე „ჰიუსტონი“ 104:101 იგებდა, ბურთი ბრაუნმა მიიღო სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრაში ოვერტაიმი დაინიშნა. დაამტებით ხუთწუთეულში „ჰიუსტონი“ 111:110-ს იგებდა, ბოლო წამები იყო, რა დროსაც დანიელ ტაისმა ბურთი მიიღო შემობრუნდა ორქულიანი ჩააგდო, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და გამარჯვება „ჰიუსტონს“ დარჩა. უეტბრუკმა“ 41 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ტატუმს 32 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა.
მოულოდნელად „მემფისმა“ შინ „ლეიკერსი“ 105:88 დაამარცხა. „დათვება“ პირველი სამი პერიოდი მოიგეს, მეოთხე მეოთხედში კი მთლიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა რთული იყო. „მემფისის“ რიგებში სამი კალათბურთელი გამოირჩა მორანტი 27 ქულა და 14 პასი, ვალანჩუნასი 22 ქულა და 20 მოხსნა, ბრუქსი 24 ქულა. ლებრონ ჯეიმსს 19 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა ჰქონდა. „ლეიკერსი“ 45 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
„ნიუ იორკი“ – „ჩიკაგო“ 125:115 (31:25, 35:28, 23:33, 36:29)
https://www.youtube.com/watch?v=xiYaZP4-4uk
„ატლანტა“ – „პორტლენდი“ 129:117 (23:28, 40:28, 44:34, 22:27)
https://www.youtube.com/watch?v=yVIJb9r098g
„მაიამი“ – „ბრუკლინი“ 116:113 (24:27, 33:22, 34:31, 25:33)
https://www.youtube.com/watch?v=-XBIS09NdMU
„კლივლენდი“ – „ინდიანა“ 104:113 (31:30, 27:26, 28:30, 18:27)
https://www.youtube.com/watch?v=7nU5hISMKSQ
„მემფისი“ – „ლეიკერსი“ 105:88 (29:25, 29:21, 28:20, 19:22)
https://www.youtube.com/watch?v=yjYww-13fY8
„ბოსტონი“ – „ჰიუსტონი“ 110:111 (28:19, 28:26, 22:36, 26:23 ო.ტ. 6:7)
https://www.youtube.com/watch?v=583U6pE6ovQ
„სან ანტონიო“ - „ორლანდო“ 114:113 (38:27, 23:26, 24:28, 29:32)
https://www.youtube.com/watch?v=GN3f-MEL87o
„ფინიქსი“ – „გოლდენ სტეიტი“ 99:115 (41:28, 24:33, 16:31, 18:23)
https://www.youtube.com/watch?v=YbVHVfYRlRE