ესპანეთის ლიგა ენდესას XXII ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ 70:60 სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 16:47 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი (60%) და 5-დან 2 საჯარიმო (40%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 4-ს გაუტოლდა.
„გრან კანარია“ 10 გამარჯვებით და 11 მარცხით მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 8 მარტს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.