გიორგი მაკარიძე მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სეტუბალის „ვიტორია“ „პორტიმონენსეს“ ესტუმრა და უგოლოდ დაშორდა.
სტუმრებმა ქულა რომ მოიპოვეს, მაკარიძის დიდი დამსახურებაა, რადგან ქართველმა კიპერმა რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ 22-ე თამაში ჩაატარა, 28 გოლი გაუშვა და კარი მშრლად მეთერთმეტედ შეინახა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დეზინფორმაციებს ნუ ავრცელებთ რა!
ეს უნდა იდგეს ბელარუსთან პიკშია ფორმის თან სად პორტუგალიაში
გინდა ეს იდგეს გინდა სხვა ის თამაში თუ ჩატარდა იქნება ამხანაგური იმიტომ რომ ევროპის ჩემიონატი აღარ ცატარდება ! თუ რაღაცასასწაული არ მოხდა და ამ 2-3 კვირაში არ დაამარცხეს კორობა ვირუსი