ფეხბურთი

17:59 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხარაიშვილის ზედიზედ მეორე გოლი შვედეთში (+VIDEO)

შვედური „გიოტებორგის“ რიგებში გიორგი ხარაიშვილმა სეზონის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. შვედეთის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩვენებურის გუნდი „სოლენტუნას“ ესტუმრა და 2:0 აჯობა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ხარაიშვილმა წინა ტურშიც შეძლო შვედეთის თასზე გატანა.

„გიოტებორგი“ კი მესამე ტურში 7 მარტს „სირიუსს“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137491