ფეხბურთი

15:38 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "ვინც თვლის, რომ რონალდუ მესიზე უკეთესია, ფეხბურთის არაფერი გაეგება"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. „აიაქსისა“ და „მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ არგენტინელი უკეთესი ფეხბურთელია და ვინც პირიქით მიიჩნევს. ფეხბურთი არ ესმის.

„კრიშტიანუ რონალდუ წარმოუდგენელი ფეხბურთელია. თუმცა, ყველა ვინც იტყვის, რომ უკეთესია, ვიდრე მესი, ფეხბურთში საერთოდ არაფერი ესმის ან გულწრფელად არ საუბრობს. მესი უნიკალური მოთამაშეა, ასეთი ფეხბურთელები 50 ან 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან.

მე კარიერა თითქმის 28 წლის ასაკში დავასრულე და სამი „ოქროს ბურთი“ მოვიგე, ახლა კი შეხედეთ მესის და რონალდუს დონეს, ორივე 30 წელს გადაცილებულია“, - თქვა ვან ბასტენმა.

0.114864